აფხაზეთში კორუფციას აპროტესტებენ

Your browser doesn’t support HTML5

18 თებერვალს აფხაზეთის პარლამენტთან შეიკრიბნენ კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის 20-ე მუხლის რატიფიკაციის მომხრეთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, რომლებმაც მოითხოვეს შემოსავლების დეკლარირების კანონში ცვლილებების და სისხლის სამართლის კოდექსში ცნების, „თანამდებობის პირის უკანონო გამდიდრების“ შეტანა. დეპუტატებმა აქციის მონაწილეებს უთხრეს, რომ მათ ინიციატივას 22 თებერვალს განიხილავენ. სიუჟეტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.