ზაზა სარალიძის მხარდასაჭერი აქცია ახალციხეში

Your browser doesn’t support HTML5

ახალციხეში გაიმართა ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია. „ნუ მომკლავ“, „აღსრულდეს სამართლიანობა“,„მხარს ვუჭერთ სარალიძეების ოჯახს“, „დღეს მეც სარალიძე ვარ“, – ასეთი წარწერები ჰქონდა აქციის მონაწილეთა პლაკატებს. გამვლელები მიიჩნევენ, რომ იმ ახალგაზრდებმა, რომლებმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის დეტალები იციან, გამოძიებასთან უნდა ითანამშრომლონ. ახალციხეში ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერში გაიმართა. "გამომსვლელებს შორის, არ მინდა იყოს არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი. ჩვენ ვართ ახალგაზრდები, რომლებმაც საქართველოს მომავალი უნდა შექმნან. თუ პოლიტიკური განცხადება გაკეთდება, მიკროფონს გავთიშავთ", – განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა. დღესვე, სარალიძის სოლიდარობის აქცია გაიმართა ბორჯომშიც, რომელიც დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.