აღარც მშვიდობა და აღარც სათნოება?

რას იფიქრებდნენ ჯიმი და ნიკო, საეკლესიო იერარქებს შორის ჩადგომა თუ მოუწევდათ. რას იფიქრებდნენ, მთელი ქვეყანა დაუვარცხნელი წვერივით აბურდულ ინტრიგების ლაბირინთში თუ გაეხვეოდა. ასე როგორ იქნება, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება?