ახლოდან დანახული მტერი - კორონავირუსი დეტალებში

SARS-CoV-2-ის (მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი კორონავირუს-2-ის) ვირიონების - უმცირესი ნაწილაკების - ჯგუფი ელექტრონულ მიკროსკოპში.
ახალი კორონავირუსი პირველად ჩინეთის ქალაქ უჰანში გამოვლინდა 2019 წლის ბოლოს და, 31 მარტის მონაცემებით, მთელ მსოფლიოში 39 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.
 

SARS-CoV-2-ის ვირიონები ადამიანის უჯრედში
 
ფოტოები ამ გალერეაში გაფერადებულია  „ფოტოშოპის“ საშუალებით.

 
 
 

SARS-CoV-2-ის ვირიონები ადამიანის უჯრედის ზედაპირთან შეერთებისას 
 
კორონავირუსი მიეკუთვნება პათოგენების ოჯახს, რომელშიც შედის SARS-ისა  და MERS-ის მომაკვდინებელი ვირუსები და სხვა, შედარებით უვნებელი, ვირუსების  სახეობები.
 

SARS-CoV-2-ის ვირიონი

კორონავირუსს ეს  სახელი შეარქვეს იმის გამო, რომ  მას მიკროსკოპში შარავანდედის, გვირგვინის მსგავსი რამ არტყამს გარშემო. სიტყვა „კორონა“ ლათინურიდან მოდის და გვირგვინს ნიშნავს.

Covid-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსის კომპიუტერული ანიმაცია
 
გვირგვინის ფორმას განაპირობებს ზედაპირიდან გამოშვერილი წვეტიანი გამონაზარდები.

SARS-CoV-2-ის ვირიონის ჯგუფის გამოსახულება ელექტრონულ მიკროსკოპში
 
ადამიანის უჯრედების - განსაკუთრებით, ფილტვში - რეცეპტორებთან შერწყმისთვის კორონავირუსი იყენებს წვეტიან გამონაზარდებს, როგორც გასაღებს, რათა უჯრედში შეიჭრას.
 

უჯრედში შეღწევის შემდეგ ვირუსი გამოყოფს გენეტიკურ მასალას. ამის შედეგად მასპინძელი უჯრედი იწყებს შეჭრილი ვირუსის ათასობით გამრავლებას. შემდეგ ახალი ვირიონების დიდი ჯგუფები აღწევენ უჯრედის კედლის გარეთ და სხვა ვირუსების ინფიცირება ხდება. ეს მომენტია ამ ფოტოზე გამოსახული ამერიკელი Covid-19-ით დაავადებული პაციენტის უჯრედის მაგალითზე.

კორონავირუსის ვირიონების დიამეტრი 120 ნანომეტრია, ანუ ადამიანის თმის ჭრილზე 750 ასეთი ვირიონი დაეტევა.

SARS-Cov-2-ით ძლიერ ინფიცირებული ადამიანის უჯრედის დეტალი
 
ფიქრობენ, რომ პაციენტის ორგანიზმიდან განდევნის შემდეგ მას შეუძლია რამდენიმე დღე იარსებოს სხვადასხვა ზედაპირზე.
 

ადამიანის უჯრედიდან SARS-Cov-2-ის ვირიონების გამოსვლა გამრავლების შემდეგ
 
მათი ხანგრძლივი სიცოცხლისუნარიანობის მიუხედავად, ვირიონების განადგურება შეიძლება თბილი საპნიანი წყლით, რომელიც შლის მის ცხიმოვან გარსს.

SARS-Cov-2-ის ვირიონები ადამიანის უჯრედში
მედიკოსები გვირჩევენ ხშირად დავიბანოთ ხელი და არ შევეხოთ სახეს. ეს არის ორი მნიშვნელოვანი რამ, რის გაკეთებაც ადამიანს შეუძლია ვირუსის ინფექციისგან თავის დასაცავად.

მიკროსკოპული ფოტოები გვიჩვენებს პანდემიის გამომწვევი ახალი კორონავირუსის უმცირეს დეტალებს