ბადრი გრიგალაშვილი - "ეს არის ქვეყნის გადარჩენა-არგადარჩენის არჩევნები და ამიტომ აქვს რეფერენდუმის შინაარსი"
Your browser doesn’t support HTML5
ოთხი ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატი ნაძალადევის რაიონში, ბადრი გრიგალაშვილი ("გირჩი - მეტი თავისუფლება") ქვეყანას ადარებს გემს, რომელიც იძირება: "აქედან თუ დასავლეთი გავიდა, ავღანეთში რომ ბორბლებს ეჭიდებოდა ხალხი, დაახლოებით ეს რეალობა შეიძლება დადგეს. ამიტომ, სკვერებზე საუბარი არაადეკვატურია".