ოთხწლიანი და ორწლიანი პროგრამები უქმდება?
არა. უნივერსიტეტებს უფლება ექნებათ, 3-წლიანი და 1-წლიანი პროგრამები არსებულ 4-წლიანსა და 2-წლიანთან ერთად დანერგონ.
ცვლილება ყველა სპეციალობას ეხება?
პირველ ეტაპზე მხოლოდ ბიზნესის მიმართულების პროგრამებს შეეხება, შემდეგ ეს მიდგომა სხვა მიმართულებებზეც გავრცელდება.
რა განსხვავება იქნება, თუ 2-ის ნაცვლად, 1 წელი ვისწავლი?
ერთწლიანი მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ სწავლის გაგრძელებას დოქტორანტურის საფეხურზე ვერ შეძლებთ. სადოქტორო საფეხურზე სწავლა 2-წლიანი მაგისტრატურის გავლას გავალდებულებთ.
გამოცდების ჩაბარების წესიც ივლება?
იცვლება. ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშეა შესაძლებელი. ხოლო, ვისაც გრანტის მოპოვება სურს, ეროვნული გამოცდები უნდა გაიაროს.
ბრძანებაში ასევე წერია, რომ ერთწლიან პროგრამაზე დაშვების წინაპირობა იქნება ბაკალავრიატის ხარისხის ქონა და არანაკლებ 5-წლიანი პროფესიული გამოცდილება მართვის/ადმინისტრირების სფეროში.
კიდევ რამე ცვლილების შესახებ უნდა ვიცოდე?
ეს დეტალებიც მნიშვნელოვანია:
- 3-წლიანი და 1-წლიანი პროგრამის განხორციელების შესაძლებლობა უნივერსიტეტებს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე ექნებათ;
- საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე დაშვებული იქნება როგორც ნაწილობრივ, ისე სრულად ელექტრონული სწავლება. საუბარია ისეთ მიმართულებებზე, რომლებიც არ საჭიროებს პრაქტიკულ-ლაბორატორიულ სწავლებას;
- ნაწილობრივ დისტანციურ, ან სრულად დისტანციურ პროგრამებზე სწავლის შესაძლებლობა მიეცემათ როგორც ქართველ, ასევე, უცხოელ სტუდენტებს.