ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზია ადამიანებს სხვადასხვა როლებში წარმოადგენს
Your browser doesn’t support HTML5
იულია არციუხი ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის „სახეა“. მაგრამ ის არა მხოლოდ ჟურნალისტია, არამედ მას ზოგჯერ გვაცნობენ რიგით დედად, რომელიც აღშფოთებულია ანტისამთავრობო გამოსვლებით. სოცქსელებში ხალხი სხვა ასეთ „მრავალფუნქციურ“ პერსონაჟებზეც მიუთითებს. ზოგი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ტელევიზიას უჭირს ხელისუფლების მხარდამჭერი ნამდვილი ადამიანების პოვნა.