ბიშკეკში დემონსტრანტები სამთავრობო შენობებში შეიჭრნენ

Your browser doesn’t support HTML5

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თითქმის ცარიელ შენობებში შეიჭრნენ. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს წინააღმდეგობა პრაქტიკულად, არ გაუწევიათ. ბიშკეკის ცენტრში ხალხმრავალი საპროტესტო აქცია 5 ოქტომბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა წინა დღეს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები.