ოთხშაბათს, 2026 წლის 15 აპრილს, ბრიუსელში შეკრებილმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებმა მხარი დაუჭირეს მისიის გაგზავნის წინადადებას, - რითაც გზა გაუხსნეს საბოლოო გადაწყვეტილებასაც.
საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მომავალ კვირას დაგეგმილ შეხვედრაზე.
ასევე ნახეთ
სომხური კალმახი და ყველი რუსეთს ისევ აღარ მოსწონს - პუტინისა და ფაშინიანის შეხვედრის შემდეგ- ეს ევროკავშირის მიერ სომხეთის დასახმარებლად გამოყოფილი მეორე მისიაა;
- 2026 წლის მარტში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სომხეთში „სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფის“ გაგზავნას;
- აღნიშნული მისიაც ითვალისწინებს, ქვეყანას დაეხმარონ „უცხოეთის საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან“ (FIMI) ბრძოლაში - მეტწილად, რუსეთის კონტექსტში.
ასევე ნახეთ
„ჩარევის საფრთხეებზე სამუშაოდ“ - სომხეთს საფრანგეთის ევროპის საკითხების მინისტრი ეწვია„ჰიბრიდული საფრთხეები“ რუსეთისგან
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის წინადადების ტექსტი, რომელშიც აღწერილია მისიის მანდატი, სტრუქტურა და ვადები.
დოკუმენტის თანახმად, ეს დახმარება „ნათლად უნდა იყოს მიმართული რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი აქტივობების შემცირებასა და მათი ეფექტების შერბილებაზე“.
დოკუმენტის თანახმად, მისიის მიზანია „ჰიბრიდული საფრთხეების სფეროში სომხეთის მდგრადობის გაზრდა სტრატეგიული კონსულტაციების, ასევე ოპერატიული დონის კონსულტაციებისა და მხარდაჭერის მიწოდებით უსაფრთხოების სექტორის შესაბამისი სააგენტოებისთვის“.
ასევე ნახეთ
ფაშინიანმა „ძალიან წარმატებულად“ შეაფასა პუტინთან შეხვედრა, თუმცა რკინიგზაზე შეთანხმება არ შემდგარაეს დახმარება ფოკუსირებული იქნება „ჰიბრიდულ საფრთხეებზე“, კერძოდ:
- „უცხოეთის საინფორმაციო მანიპულირებასა და ჩარევაზე“ (FIMI);
- კიბერდანაშაულზე;
- საარჩევნო და პოლიტიკურ კონტექსტში უკანონო ფინანსური ნაკადების წინააღმდეგ საბრძოლველად სტრატეგიების, პოლიტიკისა და პროტოკოლების შემუშავებაზე;
- ასევე, კიბერუსაფრთხოებისა და FIMI-ს მიმართ მდგრადობის გაძლიერებაზე“.
მისია მიზნად ისახავს სომხეთის უსაფრთხოების სექტორის საჭიროებების განსაზღვრას და შესაძლებლობების გაძლიერებას, „განსაკუთრებით ჰიბრიდული, კიბერ და საინფორმაციო საფრთხეების მონიტორინგის, ადრეული გამოვლენისა და რეაგირების მიმართულებით, ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად“.
მისიის სახელწოდებაა „ევროკავშირის პარტნიორობის მისია - სომხეთი“ (EUPM Armenia) და იმოქმედებს ორი წლის განმავლობაში. მისიას სომხეთში 20-30 ადამიანი დააკომპლექტებს.
ეს მისია, წინა მისიისგან განსხვავებით, არ იქნება ფოკუსირებული მხოლოდ სომხეთის 2026 წლის 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებზე.
ასევე ნახეთ
„რუსეთის ჩარევის თავიდან აცილება“ სომხეთის არჩევნებში - რა გეგმა აქვს ევროკავშირსმისია საარჩევნოდ
არჩევნების წინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება, სომხეთში გაეგზავნა „სწრაფი რეაგირების ჰიბრიდულ ჯგუფი“, - რათა ქვეყანას დაეხმარონ „უცხოეთის საინფორმაციო მანიპულირებასთან და ჩარევასთან“ (FIMI) ბრძოლაში.
„სწრაფი რეაგირების ჰიბრიდული ჯგუფის“ მიზნების ამსახველი დოკუმენტი, რომელიც რადიო თავისუფლებამ მოიპოვა, ამბობს, რომ სომხეთი „ინტენსიური ჰიბრიდული აქტივობების წინაშე დგას“.
დოკუმენტის თანახმად, „არსებობს შეშფოთება [ევროკავშირის] მოწინააღმდეგეების მიერ [სომხეთის] დემოკრატიული ინსტიტუტების, პროცესებისა და საზოგადოებრივი ნდობის შელახვის მიზნით განხორციელებული ქმედებების გააქტიურების შესახებ“.
და, ამავე წყაროს ვარაუდით, ამ ტიპის საფრთხეები „არჩევნების წინა პერიოდში კიდევ უფრო გამწვავდება“.