3 აპრილს სადავო პარლამენტის „ფასების კომისიის“ სხდომაზე, კომისიის წევრებს ფარმაცევტული კომპანიებისა და სააფთიაქო ქსელების, „პსპ-ს", „ავერსის“, „ჯიპისის“, „ფარმადეპოს“, „იმპექსის“ წარმომადგენლებისგან აინტერესებდათ:
შეძლებენ თუ არა ისინი მედიკამენტებზე ფასების დაწევას და რა შემთხვევაში;
გაამართლა თუ არა 2023 წელს ამოქმედებულმა რეფერენტული ფასწარმოქმნის სახელმწიფო პროგრამამ, რომელიც წამლების ფასების მაქსიმალური ზღვრის დაწესებას გულისხმობს და ამ დრომდე 7 000 მედიკამენტს შეეხო.
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილმა 3 აპრილის სხდომა ასე შეაჯამა:
- მედიკამენტებზე რეფერენტული ფასწარმოქმნის პროგრამა მუშაობს და მასში ჩართული წამლების რიცხვი უნდა გაიზარდოს;
- ბავშვთა კვება უნდა გავაიაფოთ და ამისთვის მექანიზმებია საპოვნელი;
- ფასწარმოქმნის ჯაჭვი უნდა დამოკლდეს.
„პსპ ჯგუფს“, რომელიც საქართველოში, ჯამში, 354 აფთიაქს აერთიანებს, ფასწარმოქმნის ორკომპონენტიანი ჯაჭვი აქვს და როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, გიორგი (გუგა) რამიშვილმა თქვა, მწარმოებელი გზავნის პროდუქციას, ხოლო „პსპ“ თავად ანაწილებს.
შოთა ბერეკაშვილი: ანუ რაც უფრო მოკლეა ჯაჭვი, მით უფრო დაბალია ფასი, ხომ?
გუგა რამიშვილი: კი, ასეა. თუმცა მთლად ერთკომპონენტიანი ეს ჯაჭვი ვერ იქნება. თავად აფთიაქი ხომ ვერ ჩამოიტანს მედიკამენტებს.
ასევე ნახეთ
ჯანდაცვა: რეფერენტული ფასი ჯამში 5000-ზე მეტ მედიკამენტზე განისაზღვრა"პსპ-ს" აფთიაქებში რეფერენტული ფასები (სახელმწიფოს მიერ დაწესებული ზედა ზღვარი) რეცეპტული მედიკამენტების 70%-ზე მოქმედებს. ამ სააფთიაქო ქსელში 5000-მდე დასახელების წამალი იყიდება. რეფერენტულ ფასად იყიდება არარეცეპტული წამლების 10%-ც.
შოთა ბერეკაშვილი: რომელ წამლებზეც ეგ რეფერენტული ფასი არ არსებობს, იქ როგორ ადებთ ფასს?
გიორგი რამიშვილი, "პსპ ჯგუფი"
გუგა რამიშვილი: ამ პროცესში მწარმოებლის ფასია ყველაზე მნიშვნელოვანი. რა ფასადაც ჩვენამდე მოდის, შემდეგ ჩვენ ვყიდით გარკვეული ფასნამატით აფთიაქებზე და აფთიაქებიც თავის ფასს ადებენ...
გუგა რამიშვილი რეფერენტული ფასის მედიკამენტების 100 %-ზე გავრცელების მომხრეა: „ფაქტია, რომ როცა თავის დროზე ეს ასე დარეგულირდა, მომწოდებლებიც და ადგილობრივი ქსელებიც ამას მოერგნენ და ამ სქემის შემოღებას რაიმე შოკი არ მოჰყოლია“, - თქვა მან.
2 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ზედა ზღვარი, იგივე რეფერენტული ფასი, დამატებით კიდევ რამდენიმე ასეულ მედიკამენტზე დაწესდა - ეს „ფარმაცევტული პროდუქტის რეფერენტული ფასების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული.
ასევე ნახეთ
“20-25 წლით ჩამოვრჩებით აღმოსავლეთ ევროპას, 35 წლით დასავლეთ ევროპას” - სურსათის სიძვირე ერთი პასუხით ისევ არ იხსნებაკომისიის წევრმა, "ქართული ოცნების" დეპუტატმა პაატა კვიჟინაძემ შენიშნა, წამლებზე ფასები მაინც მაღალია და „ხელოვნური დეფიციტიც“ წამლებზე არაერთხელ შექმნილაო.
გუგა რამიშვილი: მაგ სიტყვების მოსმენა ძალიან მტკივნეულია. როგორ შეიძლება, რომ რომელიმე კომპანიას საწყობში ედოს რამე მედიკამენტი და ის არ გაყიდოს? ეგ თავში ვის მოუვა? ეგ "ხელოვნური დეფიციტი" თუ „შეგნებული დეფიციტი“ საერთოდ არ უნდა იხმაროთ. აღარ თქვათ ასე, არ არის სწორი და ნუ შეგყავთ ხალხი შეცდომაში.
შალვა კერესელიძე, დაჯი კოვზირიძე, ქეთევან ბაკარაძე
საუბარში შალვა კერესელიძე ჩაერთო, კომისიის წევრი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიიდან „საქართველოსთვის“:
- მარტივად გვითხარით, რატომ არის საქართველოში წამლები ბევრად ძვირი, ვიდრე ევროპის ქვეყნებში? ან თუნდაც ჩვენს სამეზობლოში - სომხეთში, თურქეთში...ზოგი წამალი საერთოდ დეფიციტშია ხოლმე. გამოჩნდება და უკვე გაძვირებულია. რეალობა გვითხარით, რა ხდება?
შოთა ბერეკაშვილი: ამ რეფერენტული ფასების შემუშავებისას რამდენიმე ევროპული ქვეყნის მაგალითია გათვალისწინებული - მაკედონიის, ლატვიის, ბულგარეთის და მონტენეგროსი - და ეს ფასები ვერ იქნება უფრო მაღალი, ვიდრე ევროპის ქვეყნებში. ნუ შეგყავთ ხალხი შეცდომაში.
ასევე ნახეთ
რას და რატომ ედავება მთავრობა ფარმაცევტულ სექტორს?გუგა გელაშვილი: ვერც მე დაგეთანხმებით, რომ ეს რეფერენტული ფასები ძვირია.
შალვა კერესელიძე: თუ გნებავთ, ჩამოგითვლით წამლებს, რომლებსაც მაღალი ფასები აქვს.
- ფასები თუ მაღალი არაა, აბა, რას ედავებით ამ ხალხს? - ჩაერთო საუბარში დაჯი კოვზირიძე („გახარია საქართველოსთვის“).
შოთა ბერეკაშვილი
შოთა ბერეკაშვილი: ნუ გადაგაქვთ თემა, ქალბატონო დარეჯან...
დაჯი კოვზირიძე: დაჯი მქვია!
შოთა ბერეკაშვილი: კარგით, იყოს დაჯი.... აქ ჩვენი მიზანია, რომ სწორად გვესმოდეს, რამდენად კარგად მუშაობს რეფერენტული ფასები..
დაჯი კოვზირიძე: თქვენ არ ამბობდით სურსათზე თუ მედიკამენტებზე, რომ ევროპაზე მაღალი ფასებიაო? აბა, რატო დაიბარეთ ეს ხალხი აქ?
შოთა ბერეკაშვილი: იმიტომ, რომ ბიზნესთან კომუნიკაცია გვქონდეს და მოსახლეობას მივაწოდოთ ინფორმაცია.
საუბარში ჩართვას და ძირითად თემასთან დაბრუნებას ისევ გუგა რამიშვილი ეცადა:
"თურქეთზე გეტყვით. თურქეთს აქვს უზარმაზარი ბაზარი და პლანეტაზე ყველაზე მკაცრი რეფერენტული ფასწარმოქმნის სისტემა. შიდა წარმოება აბსოლუტურად სხვა დონეზე აქვს და ადგილობრივი წარმოებაც აყვავებულია იქ".
ასევე ნახეთ
„თუ გაიაფდება "ბამბანერკა", გაძვირდება შაქარი“ - რას ამბობენ ქსელური მარკეტები ფასებზედაჯი კოვზირიძემ მასაც იგივე კითხვა დაუსვა, რაც აქამდე ჩატარებულ კომისიის სხდომებზე სხვა კომპანიების წარმომადგენლებს:
- შეგიძლიათ გაიაფება? შეგიძლიათ 10-15 %-ით იაფად გაყიდოთ წამლები?
პასუხად უარი მიიღო:
- თქვენი მოგება რომ 3% იყოს, შეძლებდით 10%-იანი ფასდაკლების გაკეთებას? - კითხვა დაუბრუნა მას გუგა რამიშვილმა, - ვერა, ხომ?
დაჯი კოვზირიძე: ხოდა, მაგას ვამბობ, - და ისევ შოთა ბერეკაშვილს მიმართა, - სულ ტყუილად შეიჩეჩეთ კობახიძის ბუღალტერია! გამოიჩინეთ სიმამაცე და უთხარით კობახიძეს, რომ არაფერი გამოდის.
რამდენიმეწუთიანი პოლიტიკური კამათის შემდეგ, სხდომა ისევ მედიკამენტების ფასებს დაუბრუნდა და ამჯერად „ავერსი ფარმას" წარმომადგენელმა, გიორგი მელანაშვილმა, გააცნო კომისიას რამდენიმე მონაცემი.
მათ შორის ისიც, რომ „ავერსის“ ქსელში (სულ 373 აფთიაქი) გაყიდული ე.წ. რეცეპტორული მედიკამენტების წილი 61%-ია და მათგან 70-დან 80%-მდე რეფერენტულ ფასში იყიდება.
„გარდა ამისა, ჩვენ ახლახანს სოფელ რუხში გავხსენით აფთიაქი და პირველები ვართ, ვინც აფხაზეთს მივუახლოვდით.. იმედია, ერთ დღეს იქ აფთიაქის გახსნის შესაძლებლობა მოგვეცემა“, - თქვა „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ხელმძღვანელმა ეკატერინე ბურძენიძემ.
გიორგი მელანაშვილი და ეკატერინე ბურძენიძე, "ავერსი"
შოთა ბერეკაშვილი: მოგეცემათ მოგეცემათ, - დააიმედა ის კომისიის თავმჯდომარემ.
„ავერსიც“ მომხრეა, რეფერენტული ფასები მედიკამენტების 100%-ზე დაწესდეს.
„ისე სასიამოვნოდ ჰყვებით თქვენი კომპანიების საქმიანობაზე, რომ მიკვირს, ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თუ არა საერთოდ ფასებზე წუწუნის უფლება ან რატომ არის მათთვის ხელმიუწვდომელი მედიკამენტები და რატომ არის ეს ჩვენი მოქალაქეების ნომერ პირველი სოციალური პრობლემა“, - ასე გამოეხმაურა მოსმენილს კომისიის წევრი ქეთევან ბაკარაძე („გახარია საქართველოსთვის“).
ასევე ნახეთ
„გააიაფებთ? რა შემთხვევაში?" - დისტრიბუტორები ფასების შემსწავლელი კომისიის პირისპირმედიკამენტების შემდეგ ჯერი ბავშვთა კვებაზე მიდგა. კომისიის წევრები ამ საკითხმა ისევ პოლიტიკურ კამათამდე მიიყვანა, რადგან დაჯი კოვზირიძემ ახსენა საქართველოში მცხოვრები 250 000 სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვი.
შოთა ბერეკაშვილი: ეს არის პოლიტიკური განცხადებები და ამის ადგილი აქ არ არის!
დაჯი კოვზირიძე: 6000 ბავშვით ნაკლებია დაბადებული ქვეყანაში და ამ დროს, ბავშვთა საკვები და სხვა პროდუქტი ასე ძვირია. ეს თქვენთვის არ არის პრობლემა, რადგან მილიონს ხარჯავთ ყოველწლიურად ხურდა ფულად.
"ფასების კომისიის" სხდომა. 3 აპრილი, 2026.
შოთა ბერეკაშვილი: ეგ არ არის თქვენი საქმე. აქ სხვა რამისთვის ვართ, რომ შევამოკლოთ მოწოდების ჯაჭვი...დოვლათის შემქმნელებს ნუ ებრძვით.
ასევე ნახეთ
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღოკამათი, ოღონდ არა ფასებთან, არამედ „ოცნების“ პოლიტიკასთან დაკავშირებული, რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა უკვე დაჯი კოვზირიძესა და „ხალხის ძალის“ დეპუტატ ეკა სეფაშვილს შორის.
ეკა სეფაშვილი: თქვენ ოპოზიცია კი არა, აგენტი ხართ.
შოთა ბერეკაშვილი: დაწყნარდით! გაჩერდით! ბოდიში, მეგობრებო, ასეთი დისტრუქციისთვის.
დაჯი კოვზირიძე: დესტრუქცია, ბატონო შოთა, დესტრუქციაა სწორი!
კამათი შეწყდა. „ოცნების“ დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ ფარმაცევტულ კომპანიებს ურჩია, ბავშვთა კვების სტენდებთან ახლოს დააყენონ საგანგებო სარეკლამო ბანერები ბუნებრივი კვებისაკენ მოწოდების შინაარსით.
„აუცილებლად გავითვალისწინებთ“, - იყო პასუხი.
წამლების 70%-ის ფასები ასევე რეფერენტულია “ფარმადეპოსა” და “ჯიპისის” სააფთიაქო ქსელებში. როგორც თორნიკე ნიკოლაიშვილმა (სს „გეფა“) თქვა, ისინი საქონლის იმპორტს ძირითადად ევროპიდან აწარმოებენ.
შოთა ბერეკაშვილი: თქვენი პოზიცია როგორი იქნება, თუ რეფერენტული ფასის მქონე მედიკამენტების რიცხვი გაიზრდება?
- ფაქტია, რომ მუშაობს, - იყო პასუხი.
„იმპექს ფარმას“ კომერციულმა დირექტორმა, შორენა აფრიაშვილმა, შეხვედრის ბოლოს თქვა, რომ ის, რომ ვარსებობთ და ცოტათი ვიზრდებით კიდევ, იმის მაჩვენებელია, რომ საშუალება გვაქვს ვიარსებოთ და კონკურენტულ გარემოში ვიყოთო.
ასევე ნახეთ
„86% საიდან მოვიდა? ფასნამატი 185%-ია“ - „ფასების კომისიამ“ ხილ-ბოსტნეულის მწარმოებლებს მოუსმინა„ჩვენი ყველა დილა ასე იწყება, რომ ყველაზე იაფი წამლები ჩვენ გვქონდეს, რომ მომხმარებელი ჩვენთან შემოვიდეს. ვცდილობთ, რომ 5-10 თეთრით იაფად გავყიდოთ ყველა პრეპარატი. ვერ ვიტყვი, რომ გარემო არ არის კონკურენტული“, - თქვა "იმპექს ფარმას" წარმომადგენელმა.
“ფასების კომისიამ” მუშაობა აპრილში უნდა დაასრულოს და დასკვნა გამოაქვეყნოს.
მანამდე კი, მხოლოდ ბოლო ერთ კვირაში საქართველოში საწვავის ფასმა 10-დან 50 თეთრამდე მოიმატა, ხოლო დენის ტარიფი საშუალოდ 5 თეთრით გაძვირდა - 17%-დან 33%-მდე.
ასევე ნახეთ
ყველა ლარი დათვლილია - როდის იყიდის ელისო პროდუქტს უფრო იაფად?საპარლამენტო კომისია თებერვლის დასაწყისიდან მოყოლებული ცდილობს დაადგინოს, რატომ ღირს ქართულ სუპერმარკეტებში პროდუქტი იმაზე უფრო ძვირი, ვიდრე ევროპაში - რამდენი რჩებათ კომპანიებს მოგება და ხომ არ მოქმედებს კარტელური გარიგებები. ეს კომისია მას მერე შეიქმნა, რაც გასული წლის მიწურულს, 24 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ ლიდერმა და მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოში, ევროპასთან შედარებით, სურსათი ძვირია, რისი მიზეზიც მაღალი ფასნამატი და მოგებაა. მისი ინიციატივა იყო, შექმნილიყო საგამოძიებო კომისია და დაწყებულიყო გამოძიება. ამ საკითხის შესწავლა დაიწყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც.