გამარჯვება ექსცესების გარეშე

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე 1:0 დაამარცხა ლატვიის ნაკრები და ორი ტურის შემდეგ, ექვსი ქულით D დივიზიონის პირველი ჯგუფის ლიდერია.

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგაზე 1:0 დაამარცხა ლატვიის ნაკრები და ორი ტურის შემდეგ, ექვსი ქულით D დივიზიონის პირველი ჯგუფის ლიდერია.

„დინამოარენაზე“ გამართულმა შეხვედრამ გურამ კაშიას მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა დაპირისპირების გარეშე ჩაიარა. ლგბტ თემის მხარდამჭერ აქციაში ქართველი ფეხბურთელის მონაწილეობით აღშფოთებული „ქართული მარშის“ წევრების მიერ წინასწარ დაანონსებული აქცია აღარ გაიმართა. მიზეზად დასახელდა ორგანიზაციის ლიდერების დაკავება.

გურამ კაშიას მხარდამჭერები კი თამაშზე ფეხბურთელის ბანერებითა და ლგბტ თემის მხარდამჭერი სამკლავურებით მივიდნენ.

კაშიამ ერთგულ ქომაგებს თამაშის დასრულების შემდეგ მადლობა გადაუხადა და მათი მიმართულებით მაისური ისროლა.