გარდაიცვალა ოლიმპიური ჩემპიონი რობერტ შავლაყაძე

86 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული მძლეოსანი, რომის 1960 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი რობერტ შავლაყაძე.

ქართველი სიმაღლეზე მხტომელი იყო პირველი ევროპელი მძლეოსანი, რომელმაც მძლეოსნობის ერთ-ერთ პრესტიჟულ დისციპლინაში დაასრულა ამერიკელი სპორტსმენების მრავალწლიანი ჰეგემონია. აჯობა მსოფლიოს ხუთგზის რეკორდსმენ ჯონ თომასს და წინა ოლიმპიადის ჩემპიონ ჩარლზ დიუმასს და 216 სანტიმეტრზე გადახტომით დაამყარა ოლიმპიური რეკორდი.

რობერტ შავლაყაძე იყო ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1962), საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1964), სოციალისტური ქვეყნების თამაშებშის შვიდგზის გამარჯვებული (1957-63), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62), გიგანტთა მატჩის (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959), სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენების კავალერი.