დატირება საოკუპაციო ხაზთან

Your browser doesn’t support HTML5

ოტობაია-ორსანტიის ხიდთან რამდენიმე ათეულმა ადამიანმა დაიტირა აფხაზეთში გარდაცვლილი ნათესავი. მიცვალებული ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან მოასვენეს, რათა ხიდის მეორე მხარეს, ენგურს გამოღმა მომლოდინე ნათესავებს მისი დატირება შეძლებოდათ. ვიდეოს რადიო „ათინათი“ ავრცელებს.