142-დღიანი იზოლაციის შემდეგ, ცხინვალმა ახალგორელ პენსიონერებს გზა გაუხსნა

Your browser doesn’t support HTML5

თითქმის 5-თვიანი იზოლაციის შემდეგ, ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრებ პენსიონერებს თბილისის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება მისცეს. მოხუცებს 142 დღის უნახავი ნათესავების სანახავად, ქართული პენსიის ასაღებად თუ წამლების საყიდლად მხოლოდ 10 დღე აქვთ.