ეთერ ჭკადუა ვიეტნამიდან - COVID-19, პირბადე და ფილმის იდეა...

Your browser doesn’t support HTML5

მხატვარი ეთერ ჭკადუა ვიეტნამში ერთი კვირის წინ, ნიუ იორკიდან ჩავიდა. ვიეტნამი მოსახლეობის სიდიდითა და ახალი კორონავირუსის ჯერჯერობით დაბალი გავრცელებით გამოირჩევა. ეთერ ჭკადუა ამ მდგომარეობას ვიეტნამელთა დისციპლინირებულობას მიაწერს. COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო ქვეყანაში ღირსშესანიშნავი ადგილები დაკეტილია და ჩვენი რესპონდენტისთვის ისიც არ არის ცნობილი როგორ ან როდის შეძლებს აშშ-ში დაბრუნებას. რადიო თავისუფლება მხატვარს ვიეტნამში დაუკავშირდა. ეთერ ჭკადუამ იქ არსებული მდგომარეობის გარდა, მოგვითხრობს თავის ერთ იდეაზეც, რომლის განხორციელებაც ძალიან უნდა და რომელშიც მისი 20-25 წლის წინანდელი ნახატებიც იქნება გამოყენებული: