ეკა ბესელია ბიძინა ივანიშვილის პოზიციაზე

Your browser doesn’t support HTML5

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი სწორ პოზიციას დაიკავებს მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით. ეს განცხადება ეკა ბესელიამ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში გააკეთა. უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სია პარლამენტში შეჩერებულია. როგორც თავად აცხადებს, ბესელიამ პოსტი სწორედ ამ საკითხის გამო დატოვა. ახლა ის სიის გაწვევას ითხოვს.