„ეს მორდორი უნდა დაინგრეს და დაილეწოს"

Your browser doesn’t support HTML5

„გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და პარტიის სხვა წევრებმა „მოდულის შენობის" წინ „შკოდა ოქტავიას" მარკის ავტომანქანა გააჩერეს და უროებით დაამსხვრიეს. ჯაფარიძის თქმით, ეს არის სუს-ის შენობა, აქედან იმართება ეს ქვეყანა, ისინი არიან შემომძვრალი ყველგან ადამიანების ცხოვრებაში. „ეს მორდორი უნდა დაინგრეს და დაილეწოს, ზუსტად ისე, როგორც მათი სიმბოლო „შკოდა ოქტავია" დაილეწება ახლა", - ჯაფარიძის ამ სიტყვების შემდეგ „გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებმა ავტომანქანის დამსხვრევა დაიწყეს.