დისიდენტობიდან პრეზიდენტობამდე. 10 წლის წინ ვაცლავ ჰაველი გარდაიცვალა

ვაცლავ ჰაველი, 38 წლის, თავის აგარაკზე ჩრდილოეთ ბოჰემიის სოფელ ჰრადეჩეკში.

ჰაველი პირველ მეუღლესთან ოლგასთან ერთად სოფელ ჰრადეჩეკში, 1974 წ. ოლგა გარდაიცვალა 1996 წელს. ის იყო დისიდენტური მოძრაობის აქტიური მონაწილე, რომელმაც ხელი მოაწერა ქარტია-77-ს.

ოლგა და ვაცლავ ჰაველები მეგობრებთან იან და კარლა ტრჟისკებთან ერთად, 1975 წლის ზაფხული.

ფოტო გადაღებულია ღამის ხანგრძლივი საუბრების დროს ჰრადეჩეკში 1975 წელს.

მეგობრები და მსახიობები შეიკრიბნენ ჰაველის პიესის, „დღესასწაული ბაღში“ წასაკითხად.

ჰაველი ემზადება საზაფხულო წვეულებისთვის აგარაკზე, 1975 წელი.

1976 წელს ჰაველის პიესის „აუდიტორიის“ კერძო წარმოდგენა. თავად ჰაველი ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს.

ჰაველი პრაღის კრემლში პირველი საპრეზიდენტო ვადის დასაწყისში, 1990 წლის 25 თებერვალი.

პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი მოქალაქეებს მიმართავს პრაღის ციხის წინ 1990 წლის 25 თებერვალს. ის ახლახან დაბრუნდა ვაშინგტონიდან, სადაც სიტყვით გამოვიდა აშშ-ის კონგრესში.

ჰაველს უყვარდა როკი და აღფრთოვანებული იყო თავისი მუსიკალური კერპების მეამბოხე ბუნებით. 1990 წლის 18 აგვისტოს იგი შეხვდა „როლინგ სტოუნზს“ პოსტკომუნისტურ ჩეხოსლოვაკიაში ლეგენდარული პირველი სპექტაკლის წინ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მარგარეტ თეტჩერი და ჩეხოსლოვაკიის პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი პრაღაში, ვაცლავის მოედანზე 1990 წლის 18 სექტემბერს.

პორტუგალიაში ვიზიტის დროს. კაბო და როკას კონცხი - ევროპის კონტინენტის ყველაზე დასავლეთი წერტილი. ვაცლავ ჰაველი ატლანტის ოკეანის წყლებში. 1990 წლის 14 დეკემბერი.

ჰაველი და მისი მეუღლე ოლგა კითხულობენ ლოცვას პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ ვალენსასთან ერთად პრაღის კრემლში. 1991 წლის 16 სექტემბერი.

ვაცლავ ჰაველი - როგორც სახელმწიფოს მეთაური, პოზირებს ოფიციალურად გასავრცელებელი ფოტოს გადაღებისას. 1992 წელი.

ოლგას გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, 1996 წელს, ჰაველი მეორედ დაქორწინდა მსახიობ დაგმარ ვეშკრნოვაზე. ჰაველი და დაგმარი ჰრადეჩკაში, დაახლოებით 2000 წ.

პრეზიდენტი ჰაველი სულს ითქვამს თავისი ნივთების ჩალაგების შემდეგ. 2003 წლის იანვარში მთავრდებოდა მისი პრეზიდენტობის ვადა და ჰაველს პრაღის კრემლი უნდა დაეტოვებინა.