ვემშვიდობებით ვესტეროსს

Your browser doesn’t support HTML5

სანდრო ნატრიაშვილს და ანეტ მიქელაძეს „ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ (წიგნების) და „სატახტოთა თამაშების“ (სერიალის) ბევრი ქართველი მოყვარული იცნობს. ისინი წლების განმავლობაში აქტიურად განიხილავდნენ ამ სამყაროსთან დაკავშირებულ თეორიებს, საკუთარსაც ამატებდნენ და, ზოგადად, საქართველოში ვესტეროსის და ესოსის ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნეებად ითვლებიან. სერიალის ფინალური სერიის გამოსვლის მეორე დღეს ნიკო ნერგაძემ ისინი რადიო თავისუფლების სტუდიაში მიიწვია და სთხოვა გაეხსენებინათ, თუ რა მოსწონდათ და არ მოსწონდათ „სატახტოთა თამაშებში“ და რა იყო ამ სერიალის მთავარი ხიბლი.