ზელენსკიმ ფიცი დადო და პარლამენტის დათხოვნა გამოაცხადა

Your browser doesn’t support HTML5

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 20 მაისს კიევში უკრაინის პრეზიდენტობის ფიცი დადო. თავის საინაუგურაციო სიტყვაში მან დათხოვნილად გამოაცხადა უკრაინის პარლამენტი, ვერხოვნა რადა, და რამდენიმე მაღალი რანგის პირს გადადგომისკენ მოუწოდა. ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მზად არის დიალოგისთვის, რათა შეწყდეს პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებთან ომი ქვეყნის აღმოსავლეთში.