"პირველი "ენჯიოშნიკი" იყო ილია ჭავჭავაძე, პირველი "ენჯიო" პროდუქტი - "დედა ენა""

Your browser doesn’t support HTML5

16 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: თემურ ჯალიაშვილი, "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" წარმომადგენელი და კახა მაღრაძე, პიარის ექსპერტი. მათ ილაპარაკეს ორ გამოკვლევაზე, რომელიც ასახავს საზოგადოების დამოკიდებულებას საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ. საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 28% ენდობა არასამთავრობო ორგანიზაციებს. შედარებისთვის, იმავე კვლევაში ნახავთ, რომ ყველაზე მეტად (83%) ენდობა რელიგიური აღმსარებლობის ინსტიტუტებს, რომლებსაც მოსდევს ჯარი (79%), საპატრულო პოლიცია (61%), პრეზიდენტი (50%), პრემიერ-მინისტრი (45%) და ა.შ.. არასმთავრობო ორგანიზაციების მიმართ წლების განმავლობაში საზოგადოების ნაწილში ჩამოყალიბდა სტერეოტიპები: რომ ისინი ქართულ ტრადიციებს ებრძვიან, სხვისი ინტერესების გატარებისთვის იღებენ ფულს დონორებისგან და სხვა. თავისთავად არსებითი პრობლემაა ის, რომ სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოება თავად არ აღიქვამს თავს სამოქალაქო საზოგადოების ნაწილად.