იაგო კაჭკაჭიშვილი: "საზოგადოება სანქცირებას ეძებს წარსულში"

Your browser doesn’t support HTML5

18 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი. მან ილაპარაკა ბოლო დღეებში საზოგადოების განწყობების გამოვლინებებსა და მათ საფუძვლებზე. "კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა დღევანდელობის, ან მიმდინარე სოციალური პრაქტიკების სანქცირებას ეძებს წარსულში", - ამბობს სოციოლოგი, რომელიც ხაზს უსვამს, რომ ეს არ არის თანამედროვე საზოგადოების მახასიათებელი. იაგო კაჭკაჭიშვილი აღწერს ტრადიციით ნაკარნახებვ აზროვნების მოდელს და ლაპარაკობს "ფორმალურ დემოკრატიაზე", როცა "ზემოდან ნაკარნახევი" დემოკრატიული ფასეულობების შეთვისება საზოგადოების მიერ - "დემოკრატიის ინტერნალიზაცია" არ ხდება.