ეს ნიშნავს, რომ ოფიციალური მონაცემების თანახმად, ერთ წელიწადში თითქმის ექვსი პროცენტით გაძვირდა პროდუქტები და მომსახურება.
საქსტატის მიერ ორშაბათს, 4 მაისს გავრცელებული ანგარიშის თანახმად, ფასები გაზრდილია წინა თვესთან შედარებითაც - 1.7%-ით.
„შენელებულია ინფლაციური პროცესები“?
ირაკლი კობახიძე გასულ კვირაში, 28 აპრილს აცხადებდა, რომ ინფლაციის ზრდა შემცირებული იყო: „შენელებულია ინფლაციური პროცესები, მაგრამ ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით“.
2026 წლის პირველ სამ თვეში მართლაც დაფიქსირდა 4.8%, 4.6% და 4.3%-იანი ინფლაცია.
ეს ნიშნავს, რომ ინფლაცია კვლავ იყო, თუმცა ზრდა შეჩერებული ჰქონდა.
ახლა კი ინფლაცია 1.1 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი - 5.9%-მდე.
საქსტატის მონაცემებითვე, ხორცი, - რაზეც ირაკლი კობახიძე გასულ კვირას საუბრობდა, - 10%-ით გაძვირდა.
რა სფეროებშია ყველაზე მაღალი ინფლაცია
ყველაზე მეტად ინფლაცია ფიქსირდება შემდეგ სფეროებში:
- ტრანსპორტი - 10%;
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 7.5%;
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო - 6.5%;
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი - 6.5%;
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 7.5%;
- ჯანმრთელობის დაცვა - 4.9%.
ასევე ნახეთ
სემეკმა დენის ტარიფი საშუალოდ 5 თეთრით გააძვირა - 17%-დან 33%-მდერა გაძვირდა კონკრეტულად
სურსათის ქვეჯგუფში ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:
- თევზეული (21.3 პროცენტი),
- ხილი და ყურძენი (11.8 პროცენტი),
- ხორცი და ხორცის პროდუქტები (10.1 პროცენტი),
- ბოსტნეული და ბაღჩეული (9.3 პროცენტი),
- პური და პურპროდუქტები (7.7 პროცენტი),
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (7.3 პროცენტი),
- ზეთი და ცხიმი (6.3 პროცენტი),
- რძე, ყველი და კვერცხი (4.5 პროცენტი),
- ყავა, ჩაი და კაკაო (3.2 პროცენტი),
- მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.8 პროცენტი).
ფასების კომისია
პარლამენტში შექმნილმა „ფასების კომისიამ“ საქართველოში პროდუქტის გაძვირების მიზეზებზე დაწყებული გამოკვლევა გასულ კვირას დაასრულა.
კომისიის თავმჯდომარემ, მილიონერმა დეპუტატმა შოთა ბერეკაშვილმა - განსხვავებით ირაკლი კობახიძის მიერ თავდაპირველად დასახელებული სავარაუდო მიზეზისგან, - თქვა, რომ მიზეზი არა „გადაჭარბებული მოგება“, არამედ პროცესების არაეფექტურობაა.
დასკვნის თანახმად, სექტორის ანალიზი მიუთითებს, რომ „საცალო სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და არ მიუთითებს გადაჭარბებულ მარჟებზე“.