ირანი სოლეიმანის გლოვობს

Your browser doesn’t support HTML5

უამრავი ირანელი მონაწილეობდა ყასემ სოლეიმანის, ერაყში მოკლული სამხედრო მეთაურის სამგლოვიარო პროცესიაში, რომელიც 5 იანვარს გაიმართა ირანის ქალაქებში, ერაყის საზღვართან მდებარე აჰვაზში და შიიტთა წმინდა ქალაქ მაშჰადში . სოლეიმანი იყო ირანის რევოლუციური გვარდიის შენაერთის, „ყუდსის ძალების“ სარდალი, რომელიც აშშ-ის საჰაერო თავდასხმის შედეგად იქნა მოკლული სამ იანვარს, ბაღდადში. „ყუდსის ძალები“ აშშ-ს ტერორისტული ორგანიზაციების სიაში ჰყავთ შეყვანილი.