ირანში COVID-19-თან საბრძოლველად მეხანძრეები არიან მობილიზებული

ირანელი მეხანძრეები თეირანის ქუჩების დეზინფექციას ახდენენ კორონავირუსის გავრცელებისთვის ხელის შეშლის მიზნით. 

ქუჩების დეზინფექცია თეირანში.

ირანმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან საგანგებო დახმარების სახით ითხოვა 5 მილიარდი დოლარი. 

ირანელები სურათებს უღებენ მეხანძრეებს, რომლებიც თეირანის ქუჩებს დეზინფექციას უტარებენ. 

ირანმა კორონავირუსის დიაგნოზის პირველი შემთხვევა 19 თებერვალს გამოაცხადა. 

ოფიციალური მონაცემებით, 16 მარტრისთვის დადასტურებულია დაავადების 14 991 შემთხვევა. თვის დასაწყისში დაავადებულთა რიცხვი 1000 იყო. 

ირანელი მეხანძრეები თეირანის ქუჩებს დეზინფექციას უტარებენ კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. 

ხელისუფლება შიშობს, რომ ჯანდაცვის დაწესებულებები შეიძლება ვერ აუვიდნენ პაციენტებს, თუკი გაგრძელდება დაავადების გავრცელბის ამჟამინდელი ტემპი. 

ხელისუფლებამ უკვე დახურა სკოლები და უნივერსიტეტები. მთელ ქვეყანაში გაუქმდა რელიგიური, კულტურული და სპორტული ღონისძიებები. 

ირანში ყველაზე მეტი დაავადებულია აღრიცხული ჩინეთისა და იტალიის შემდეგ.
 

16 მარტისთვის გარდაცვლილთა რიცხმა 853-ს მიაღწია. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში სიკვდილის 129 შემთხვევა დაფიქსირდა. 

ირანის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსახლეობა შინ უნდა დარჩეს ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შესაშლელად.

კორონავირუსის ეპიდემიამ კიდევ უფრო მძიმე დღეში ჩააგდო ირანის ეკონომიკა. 

თეირანში ხალხი უცდის დაავადების გავრცელების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ პაკეტებს. 

თეირანში ხალხი პროფილაქტიკურ პაკეტებს ელოდება. 

ირანის ხელისუფლებას ბრალს სდებენ, რომ მან არასათანადოდ შეაფასა ვირუსის გავრცელება. 

ირანის სამართალდამცავი სტრუქტურის საგანგებო შენაერთში დამცავი ნიღბების საგანგებო საწარმო შეიქმნა.