ირანში პატიმრობაში მყოფი ქალის ბავშვი ბრიტანეთში დაბრუნდა

Your browser doesn’t support HTML5

2016 წლიდან ირანის ციხეში მყოფი ირანული წარმოშობის ბრიტანელი ქალის, ნაზანინ საღანარი-რეტკლიფის ქალიშვილი, გაბრიელა ბრიტანეთში დაბრუნდა. ხუთი წლის გაბრიელა ირანში ნათესავებთან ცხოვრობდა მას მერე, რაც დედამისი პატიმრობაში იყო ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდებით. გაბრიელას მამამ, რიჩარდ რეტკლიფმა 11 ოქტომბერს ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ქალიშვილის დაბრუნება „ბედნიერი დღეა“. მაგრამ დასძინა, რომ ის კვლავაც შეშფოთებულია თავისი მეუღლის ბედის გამო. (ვიდეო: AP)