კასპიის ზღვას არალის ზღვის ბედი ელის?
Your browser doesn’t support HTML5
გამქრალი სელაპები, თევზის რაოდენობის მკვეთრი დაცემა და შემცირებული წყლის დონე - ეს ყველაფერი მიანიშნებს კასპიის ზღვის მდგომარეობის გაუარესებაზე. დედამიწის დღესთან დაკავშირებით, რომელიც 22 აპრილს აღინიშნა, გარემოს დამცველებმა განაცხადეს, რომ სასწრაფო რეაგირებაა საჭირო, რათა კასპიის ზღვა გადაარჩინონ მის აღმოსავლეთით მდებარე არალის ზღვის ბედისგან.