კიევის სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა ჟურნალისტი კირილ ვიშინსკი

Your browser doesn’t support HTML5

კიევის სააპელაციო სასამართლომ ოთხშაბათს პატიმრობიდან გაათავისუფლა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, "რია ნოვოსტის" უკრაინული განყოფილების ხელმძღვანელი, კირილ ვიშინსკი. მას აღკვეთის ზომა შეუცვალეს ვალდებულებად პირველივე მოთხოვნისას გამოცხადდეს სასამართლოზე, ან პროკურორის წინაშე.