ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (ijf) 2019 წლის სეზონი შეაჯამა, წლის ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრები და ეპიზოდები გამოარჩია და რამდენიმე ინდივიდუალურ ნომინაციაშიც დაასახელა საუკეთესოები. რჩეულთა სიაში ქართველი ძიუდოისტიც მოხვდა - ფედერაციის ოფიციალური ვებსაიტის (ijf.org) ცნობით, წლის აღმოჩენა გახდა საქართველოს ნაკრების წევრი ლაშა ბექაური.
19 წლის ძიუდოისტმა უფროსებს შორის ყველაზე დიდი გამარჯვება ახლახან მოიპოვა ჩინეთში გამართულ მსოფლიოს მასტერსზე - 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა და მსოფლიოს რეიტინგში მოწინავე ათეულს მიუახლოვდა.
ლაშა ბექაურმა 2019 წელს ახალგაზრდებს შორის ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე იჭიდავა და ორივეჯერ ოქროს მედალი მოიპოვა.