"მაგთიკომის" აბონენტებს ინტერნეტი შეფერხებით მიეწოდებათ

22 მარტის დღის მეორე ნახევრიდან "მაგთიკომის" აბონენტებს შეფერხებით მიეწოდებათ ინტერნეტი.

კომპანიას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, ხოლო აბონენტთა ნაწილმა პროვაიდერისგან ასეთი შინაარსის შეტყობინება მიიღო:

"მაგთიკომის" ინტერნეტ მიმწოდებელს, "კავკასუს ონლაინს" 22 მარტს, 17:10 საათზე შეექმნა პრობლემა, რის შედეგადაც მაგთიკომის აბონენტებს გლობალურ რესურსებთან წვდომა შეეზღუდა".