მაიკ პომპეო გიორგი გახარიას და დავით ზალკალიანს შეხვდა

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს შეხვდა. „თქვენ ამ ქვეყნის ჭეშმარიტი მეგობარი ბრძანდებით! ჩვენ, პირადად თქვენი და შეერთებული შტატების მადლობელი ვართ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის, ეს ყველზე მნიშვნელოვანი პარტნიორობაა, რაც გაგვაჩნია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. თავის მხრივ, მაიკ პომპეომ აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ საკითხებში. „ერთად ვმუშაობთ იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციიდან მომდინარე ტკივილსა და სირთულეს უკავშირდება“, - აღნიშნა მაიკ პომპეომ.