"კორუფციას უნდა ვებრძოლოთ ყოველთვის და ყველა დონეზე"

Your browser doesn’t support HTML5

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ანტიკორუფციულმა ქსელმა (OECD-ACN) გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც შეფასებულია საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ორგანიზაციის რეკომენდაციების შესასრულებლად. რეკომენდაციები 2016 წელს გაიცა და ორწლიანი პერიოდის შეფასებით, ანტიკორუფციულმა ქსელმა 22-დან ვერც ერთის შესრულებაში დაადგინა "მნიშვნელოვანი პროგრესი". 17 რეკომენდაციის შესრულება შეფასდა "პროგრესად", ოთხში "პროგრესის არარსებობა" დაფიქსირდა, ერთი კი არ შეფასდა. მონიტორინგის არეალში მოხვდა სასამართლოსა და პროკურატურის სისტემებიც. "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) აქტიურად თანამშრომლობს OECD-ACN-თან და აწვდის მას ალტერნატიულ ანგარიშს რეკომენდაციების შესრულებაზე. IDFI-ს პროექტის მენეჯერი, მარიამ თუთბერიძე "დილის საუბრებში" ყვება საქართველოს მიერ ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებაში არსებულ ხარვეზებსა და პროგრესზე: