მეტ-ნაკლებად „განკიცხულნი“ თეირანის სცენაზე

Your browser doesn’t support HTML5

პოპულარული მიუზიკლის, ვიქტორ ჰიუგოს ცნობილი ნაწარმოების მიხედვით შექმნილი „განკიცხულთა“ ადაპტირებული ვერსია გასულ წელს პირველად გამოჩნდა თეირანის სცენაზე და უზარმაზარი წარმატებით სარგებლობს ადგილობრივ პუბლიკაში. თუმცა ირანში ის განსხვავდება მიუზიკლის სხვა ვერსიებისგან: ირანელ მსახიობ ქალებს ეკრძალებათ თმის გამოჩენა, სოლო პარტიების შესრულება და ცეკვისას პარტნიორი მამაკაცების შეხება.