მეცნიერებათა აკადემიის სახელით ივანიშვილს დაბადების დღეს აკადემიის პრეზიდენტი, გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი, როინ მეტრეველი და აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე ულოცავენ.
"თქვენ, თავად მეცნიერს, გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს", - ნათქვამია მეცნიერებათა აკადემიის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, სადაც მეცნიერები "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, დაბადების დღეს ულოცავენ.
"ძვირფასო ბატონო ბიძინა, გულწრფელად გილოცავთ დაბადების დღეს. თქვენ, თავად მეცნიერს, დიდი ამაგი გაქვთ ქართული მეცნიერების განვითარების საქმეში. მარადიული მადლიერება გაქვთ დათესილი ქართულ აკადემიებში. თავის მხრივ მეცნიერებათა ეროვნული აკადემია დიდად აფასებს თქვენ ღვაწლს ქართული სახლმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ადამიანთა კეთილდღეობისათვის ზრუნვაში. გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ", - წერია მეცნიერებათა აკადემიის მილოცვაში.
ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღე, როგორც რაგბის მეცენატს, უკვე მიულოცა რაგბის კავშირმა.
მოძრაობა 20/30-ის წევრებმა კი რუსთაველის თეატრის წინ "ვარსკვლავი გაუხსნეს".
ბიძინა ივანიშვილი 64 წლის გახდა.