მინსკელი ტაქსის მძღოლი, რომელმაც აქციის მონაწილე იხსნა

Your browser doesn’t support HTML5

დრამატული ვიდეო, რომელშიც მინსკელი ტაქსის მძღოლი აქციის მონაწილეს პოლიციისგან გაქცევაში შველის სექტემბერში გავრცელდა და ინტერნეტს მოედო. Current Time-თან საუბარში ევგენი ჰყვება, რომ შეაძრწუნა იმ ძალოვანი სტრუქტურების საქციელმა, რომლებიც ლუკაშენკოს რეჟიმს იცავდნენ. ის ამბობს, რომ ის გმირი არაა; იცის, რამდენად სარისკოა პროტესტის მონაწილეების დახმარება, მაგრამ არ ეშინია და საჭიროების შემთხვევაში იმავეს გააკეთებს.