მოსკოვში ათასობით ადამიანმა აღნიშნა ბორის ნემცოვის მკვლელობის დღე

Your browser doesn’t support HTML5

რუსეთში ათასობით ადამიანმა მიაგო პატივი 2015 წლის 27 თებერვალს მოკლული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის კრიტიკოს ბორის ნემცოვის ხსოვნას. ნემცოვის მკვლელობის დღეს, როგორც წესი, მოსკოვში მარშით აღნიშნავენ ხოლმე. მაგრამ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო ოპოზიციის აქტივისტები შეიკრიბნენ ნემცოვის მკვლელობის ადგილზე კრემლის მახლობლად მდებარე ხიდზე.