ნინო ბაქრაძე ხმების დათვლის ვიდეოფიქსაციაზე - "რატომ არავის მოაფიქრდა, რომ ოქმის შევსება უნდა გადავიღოთ?!"

Your browser doesn’t support HTML5

"წესი არის შესაცვლელი - ოქმის შევსების მომენტი უნდა ჩანდეს და ოქმს რომ აწერენ ხელს კომისიის წევრები, ესეც უნდა ჩანდეს. ოქმი სადღაც ივსება და ჩვენ ვერ ვხედავთ საერთოდ", - "აიფაქტის" დამფუძნებელი, ნინო ბაქრაძე თვლის, რომ ხმების დათვლის გადაღება უბნებზე ოქმების შევსების ჩათვლით უნდა ხდებოდეს.