ოჯახის სიწმინდის დღე მსვლელობით და მოსახლეობის დალოცვით აღინიშნება

Georgia - "Day of Family Purity" in Tbilisi, May 17.

საქართელოს საპატრიარქოს განცხადებით, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II ოჯახებს, დედაქალაქს და მთელ საქართველოს დალოცავს, რის შემდეგაც სასულიერო პირები ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოივლიან თბილისის ქუჩებს და დალოცავენ მოსახლეობას.

ავტოკოლონით მსვლელობა კი 13:00 საათზე დაიწყება სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიიდან.

ოჯახის სიწმინდის დღე ილია მეორემ 2014 წელს დააწესა.

ამ დღეს მსოფლიო და საქართველოც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საწინააღმდეგო დღეს აღნიშნავს.