პრეზიდენტი ზაზა სარალიძესთან პარლამენტის წინ მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი ზაზა სარალიძეს პარლამენტის წინ გაშლილ კარავში შეხვდა.

​„ჩემი მიზანია ვეურთიერთო როგორც ზაზას, ასევე სხვა ადამიანებს, ვისაც აქვთ ეს გულისტკივილი, იმისათვის, რომ მშვიდი, წყნარი და სტაბილური პროცესი იქნას უზრუნველყოფილი და ქვეყანა იყოს სიმშვიდეში“ - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი მარგველაშვილმა.