პუტინის მთავარი მოწინააღმდეგე. ნავალნის გზა ფოტოებში

მოსკოვში შლიან კედლის ნახატს, სადაც ალექსეი ნავალნია გამოსახული.

ალექსეი ნავალნი პოლიტიკაში 2000-იან წლებში მოვიდა და მალევე რუსეთის ყველაზე პოპულარული ოპოზიციონერი გახდა. სხვებისგან ასაკი, ღიაობა და სილაღე გამოარჩევდა.

ეს ფოტო 2013 წელს, მასობრივი გამოსვლების დროსაა გადაღებული. ნავალნის გვერდით მისი ცოლი იულიაა.

2011 წლის 4 ნოემბერი. ნავალნი რუსი ნაციონალისტების აქციაზე გამოდის, რომელსაც "რუსული მარში" ეწოდება.

ამ აქციებში მონაწილეობისთვის მას ხშირად აკრიტიკებდნენ. ნაციონალისტების ყრილობებზე იგი 2011 წლის მერე აღარ გამოჩენილა.

2011 წლის 21 დეკემბერი. ალექსეი ნავალნი აპროტესტებს საპარლამენტო არჩევნების შედეგებს. ამ არჩევნებში, ოფიციალურად, მმართველმა პარტიამ, "ედინაია როსიამ" გაიმარჯვა. თუმცა ოპოზიცია აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბებულია.

მომდევნო წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ პუტინმა გაიმარჯვა, რასაც კვლავ გამოსვლები მოჰყვა. აქციები რუსეთში 2013 წლამდე გაგრძელდა.

სწორედ 2012 წელს გახდა ნავალნი საპროტესტო მოძრაობის ლიდერი. შემდეგ კი ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციონერი.

2013 წელს ალექსეი ნავალნიმ მოსკოვის მერობა სცადა და არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა. მას მხარი ამომრჩეველთა 27%-მა დაუჭირა.

ალექსეი ნავალნი "ივ როშეს" საქმის სასამართლო სხდომაზე. 2014 წლის 30 დეკემბერი. ის მაშინ მეორედ ცნეს დამნაშავედ თაღლითობაში და პირობითი სასჯელი - 3,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აი, მისი ძმა, ოლეგი კი ციხეში ჩასვეს.

ორივე ბრალს უარყოფდა და ამბობდა, რომ მათი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია.

2015 წლის 1 მარტი. ალექსეი ნავალნი დააკავეს, როდესაც საპროტესტო აქციაზე სცადა მისვლა.

ჯამში, 2011-2018 წლებში, მას ადმინისტრაციული პატიმრობა 10-ჯერ მიუსაჯეს. წინასწარი დაკავების საკანში ნავალნიმ 192 დღე გაატარა.

"დანამდვილებით ვიცით, ვინ დაიწყო ომი უკრაინაში. ეს გააკეთეს პუტინმა და მისმა გარემოცვამ. იმისთვის, რათა შეენარჩუნებით მონოპოლია ძალაუფლებაზე".

ალექსეი ნავალნი მოსკოვში, რადიო თავისუფლების ოფისში.

კიდევ ერთი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მსგავსად, ალექსეი ნავალნიც თებერვალში მოკვდა. ნემცოვი კრემლის სიახლოვეს, 2015 წელს ჩაცხრილეს.

ნავალნის მხარდამჭერები ამბობენ, რომ ის ცოცხალი იქნებოდა, რომ არა 2020 წელს "ნოვიჩოკით" მოწამვლა და წამება ციხეში.

ფოტოზე - ალექსეი ნავალნი ბორის ნემცოვის ხსოვნის მარშზე. 2018 წლის 25 თებერვალი.

2017 წელს ნავალნიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. მისმა მხარდამჭერებმა ოფისები მთელი ქვეყნის მასშტაბით გახსნეს. სწორედ ასე გაიზარდა ნავალნის ორგანიზაცია, "კორუფციასთან ბრძოლის ფონდი".

აი, რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კი ნავალნის რეგისტრაციაზე უარი უთხრა. მიზეზად მისი ნასამართლეობა დაასახელა.

იმავე წელს ალექსეი ნავალნიმ და მისმა ფონდმა გამოაქვეყნეს ფილმი "Он вам не Димон" ("ის თქვენი დიმონი არაა"). ამ ფილმში ჰყვებოდნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დმიტრი მედვედევის "საიდუმლო იმპერიაზე".

ნავალნის გამოძიების თანახმად, მედვედევმა და მისმა წრემ შექმნეს საქველმოქმედო ფონდების ქსელი, რომელთა წყალობითაც ოლიგარქებისგან მილიონობით დოლარს იღებდნენ.

ფილმის გამოსვლის შემდეგ, ათასობით რუსი ქუჩაში გამოვიდა და კორუფცია გააპროტესტა.

ნავალნის არაერთხელ დაესხნენ თავს. აი, მაგალითად, ეს ფოტო იმის შემდეგაა გადაღებული, რაც 2017 წელს სახეში "ზელიონკა" შეასხეს.

2018 წლის მარტში ვლადიმირ პუტინი მორიგჯერ გახდა რუსეთის პრეზიდენტი. ცესკოს ვერსიით, მან ხმათა 76%-ზე მეტი მიიღო.

ნავალნი და მისი მხარდამჭერები არ აღიარებდნენ არჩევნების შედეგებს. იგი არაერთხელ დააკავეს საპროტესტო აქციებზე. ამ ფოტოში ნავალნი აპროტესტებს იმას, რომ კვლავ არ დაუშვეს არჩევნებზე. მოსკოვი, 2018 წლის 28 იანვარი.

მოსკოვი, 2019 წლის 12 ივნისი. ნავალნის აკავებენ აქციაზე, სადაც რუსი ჟურნალისტის ივან გოლუნოვის დაპატიმრებას აპროტესტებს. გოლუნოვი ნარკოტიკების გაყიდვაში დაადანაშაულეს.

შემდეგ რუსმა სამართალდამცველებმა აღაირეს, რომ გოლუნოვის საქმე შეთითხნილი იყო.

2020 წელს ნავალნი სიკვდილს გადაურჩა - რეგიონებში მოგზაურობისას ის მოწამლეს. გერმანიაში გადაყვანის შემდეგ მის ორგანიზმში მომწამვლელი ნივთიერება, "ნოვიჩოკი" აღმოაჩინეს. ამ ნივთიერებას რუსული სპეცსამსახურები "მტრების" მოსაკლავად იყენებენ.

ეს ფოტო გადაღებულია 2020 წლის 15 სექტემბერს, ბერლინის საავადმყოფოში. აქ ალექსეი ნავალნი თავის ოჯახთან ერთადაა.

რამდენიმე თვეში მან გამოაცხადა, რომ რუსეთში ბრუნდება. 2021 წლის 17 იანვარს ის მოსკოვის აეროპორტში დააპატიმრეს.

იქიდან მოყოლებული ნავალნი მხოლოდ სასამართლო სხდომებზე, ვიდეოტრანსლაციებისას ჩანდა. ეს ფოტო 2023 წლის 26 სექტემბერსაა გადაღებული,