რა ბედი ეწია წაწვეტებულ კომუნისტურ ქუდს?
ერთ დროს ის რუსეთის კომუნისტი ექსტრემისტების წაწვეტებული სიმბოლო იყო.
... მაგრამ წითელი არმიის მიერ მისი შემოღებიდან სულ რამდენიმე კვირაში ქუდი „ბუდიონოვკა“ (რომელსაც სახელი ბოლშევიკების მარშლის, სემიონ ბუდიონის პატივსაცემად დაერქვა) ამოღებულ იქნა ხმარებიდან.
1920 წლის აღლუმზე კომუნისტების ნაწილს ეს ქუდი, ნაწილს კი ჩაფხუტი ახურავს. ქუდის ისტორიაზე დისკუსია გრძელდება, თუმცა რუსი ისტორიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ ეს წაწვეტებული ქუდი თავდაპრიველად ცარისტული არმიისთვის შეიქმნა.
ქუდი შექმნა მხატვარმა ვიქტორ ვასნეცოვმა (ეს 1873 წლის სურათი მისი ავტოპორტრეტია) ცარისტული ეპოქის ბოლო პერიოდში. ეს ქუდი, შესაძლოა მხოლოდ აღლუმებზე, უნდა დაეხურათ პირველი მსოფლიო ომის მონაწილე რუს ჯარისკაცებს.
მხატვარმა ვასნეცოვმა, რომლის ერთ-ერთი საყვარელი თემა რუსული მითოლოგია იყო, ქუდ „ბუდიონოვკის“ ფორმა ლეგენდარული „ბოგატირების“ მუზარადებს მოარგო.
„ბოგატირები“ იყვნენ მითიური რაინდები, რომლებიც რუსეთის ბუნებაში დაეხეტებოდნენ, ხოცავდნენ დრაკონებს და თავიანთ მიწას უცხოელების შემოსევებისგან იცავდნენ. ეს ნახატიც ვასნეცოვს ეკუთვნის.
წითელარმიელების აღლუმი მოსკოვში. გავრცელებული ცნობებით, მას შემდეგ, რაც ბოლშევიკებმა 1917 წელს ძალაუფლება მოიპოვეს და პირველ მსოფლიო ომს გამოეთიშნენ, მათ ცარისტული პერიოდის საწყობებიდან ათასობით ახალი ქუდი ჩაიგდეს ხელში...
... და დაიწყეს თავიანთი ვერსიის გამოშვება, რომელსაც 10,5-სანტიმენტრიანი ვარსკვლავი ჰქონდა მიკრული.
მაგრამ ქუდებთან დაკავშირებულმა პრობლემებმა მალე იჩინა თავი.
1923 წელი, „ბუდიონოვკიანი“ კომუნისტები მოსკოვის ერთ-ერთ მონასტერში მაროდიორობენ. ამ ქუდებს რუსეთში ძირითადად ზამთრობით იყენებდნენ, მაგრამ ბუდიონოვკის ქსოვილი შედარებით თხელი იყო და ქუდი ყინვაში საკმარისად არ ათბობდა.
კომუნისტი ჩეჩნების კავალერია, 1923 წელი. მებრძოლები, რომლებიც რუსეთის სამოქალაქო ომის დროს ტყვიებს ემალებოდნენ, ასევე ჩიოდნენ, რომ ფორმის გამო ამ ქუდის ჩაფხუტის ქვეშ ტარება მოუხერხებელი იყო.
რუსი კომუნისტი მებრძოლები, საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის 1929 წლის შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად ხელში ჩაგდებული ჩინეთის დროშებით. ქუდებთან დაკავშირებული მესამე პრობლემა მათი იდეოლოგიზირებულობა იყო: „ბუდიონოვკის“ ფორმის მიერ სიმბოლიზებული რუსული ნაციონალიზმი არ იყო თანხვედრაში ბოლშევიკების გლობალურ ამბიციებთან, კომუნისტური რევოლუციით მთელი მსოფლიოს მუშების გაერთიანების შესახებ.
1930-იან წლებში ეს ქუდი უკვე ჩანაცვლების პროცეშია, მას ცვლიან უფრო თბილი, ყურებიანი „უშანკით“. ამ 1938 წლის პროპაგანდისტულ ფოტოზე „უშანკა“ ახურავს „მოღალატეს“, რომლებსაც ბუდიონოვკიანი კომუნისტები აპატიმრებენ.
მაგრამ ქუდი მაინც შემორჩა რუსი კომუნისტების ვიზუალურ სიმბოლოდ მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც, მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს ეს ქუდები უკვე თითქმის აღარავის ეხურა. ეს ნაცისტური პროპაგანდისტული პლაკატი ამბობს: „ბოლშევიზმი არის მონობა, გაუპატიურება, მასობრივი მკვლელობა, ნგრევა! დაიცავი თავი! იბრძოლე გამარჯვებისთვის! არასოდეს დანებდე!“
ქართველი კომუნისტი სერგო ორჯონიკიძე წითელი არმიის ფორმაში, 1920 წელი. რუსი კომუნისტების მიერ მათი შემოღებიდან ასი წლის შემდეგ, ნამდვილი „ბუდიონოვკა“ ასობით დოლარი ღირს. მათ ახლადშეკერილ ასლებს კი რუსეთის ბევრ ტურისტულ მაღაზიაში შეხვდებით.