რა განაპირობებს გამმიჯნავი ხაზების არ არსებობას ქართულ პარტიულ პოლიტიკაში და რა შედეგი მოჰყვება ამას?

ავტორი: სოფიკო მუჯრიშვილი

გამმიჯნავი ხაზები მოიცავს სოციალურ დაყოფას, რომელიც ადამიანთა ჯგუფებს განასხვავებს ძირითადი სოციალურ-სტრუქტურული მახასიათებლებით, როგორიცაა: სტატუსი, რელიგია და ეთნიკური წარმომავლობა. საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს დაყოფა და ეს არის მიზეზი რატომაც არსებობენ პარტიები.

როგორც ვიცით პარტია არის ორგანო,რომელიც შედგება ერთი მიზნის გარშემო გაერთიანებული ადამიანებისგან.

ის იდეოლოგია, რომელსაც ირჩევს პარტია ეხმარება ამომრჩეველს მის იდენტიფიცირებაში

საქართველოში არის იმაზე მეტი პარტია ვიდრე საჭიროა. თითოეულ მათგანი ჰგავს ერთმანეთს, შეიძლება თითო-ოროლა განსხვავება ვიპოვოთ. მათ პოპულარობა- არაპოპულარობას კი განსაზღვრავენ ძირითადად ლიდერები. ამ პარტიებს რომ ვკითხოთ თავისი იდეოლოგიების შესახებ დაგვიკონკრეტებენ რომ არიან მემარჯვენეები( ნაციონალიზმსა და ეროვნულ იდენტობაზე ორიენტირებული პარტიები) ან მემარცხენეები (ძირითადად სოციალურ საკითხებით დაინტერესებულნი) და ა.შ.

მაგრამ დღეს ყველა პარტია ცდილობს დღის წესრიგის გაფართოებას და ელექტორატის გაზრდას. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია წინასაარჩევნო პერიოდში.

პრობლემა იქმნება იმის გამო რომ თანამედროვე საზოგადოება იმაზე სწრაფად იცვლება, ვიდრე პოლიტიკური პარტიები ასწრებენ რეაგირებას ამ ცვლილებებზე. ახალ პოლიტიკურ ვითარებაში პარტიები ვერ ასრულებენ საკუთარ როლს წარმატებით.

ადრე ეფექტურმა ბევრმა იდეოლოგემამ დაკარგა დამაჯერებლობა. შემცირდა იდეოლოგიის ღირებულებაც, იგი აღარ აღიქმება ორგანიზაციული სტაბილურობის შენარჩუნების უპირობო საშუალებად. დღევანდელი პარტიები „იდეოლოგიურად მოქნილები“ გახდნენ. როცა სჭირდებათ მემარჯვენეებიც არიან, მემარცხენეებიც და ცენტრისტებიც. რელიგიური საკითხებიც ადარდებთ და სოციალურიც. პარტიები „ყველაფრის მჭამებლები“ აღმოჩნდნენ.

გამოცდილმა ამომრჩეველმაც კი შეიძლება ვერ გაარჩიოს „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“.

ისინი ორიენტირებულნი არიან ელექტორალური წარმატების მიღწევაზე.

შესაბამისად საჭიროა პროგრამული მოთხოვნები შეუხამონ სხვადასხვა სოციალური ფენისა და საზოგადოებრივი ჯგუფის მოთხოვნებს და ინტერესებს, ამ მიზნით იყენებენ ყველაზე უფრო პრაგმატულ დებულებებს ლიბერალიზმიდან(მაგალითად, წარმოების თავისუფლება), კონსერვატიზმიდან( ტრადიციების ერთგულება), სოციალ- დემოკრატიზმიდან ( მოქალაქეების სოციალური დაცვა).

პარტიების ასეთ ქცევას ისიც განაპირობებს, რომ მოსახლეობის პარტიულ- პოლიტიკური სიმპათიები სერიოზულად მერყეობს. დამახასიათებელი ხდება მნიშვნელოვნად მკვეთრი გადასვლები ერთი პარტიიდან მეორეში.

პარტიული პოლიტიკის ერთფეროვნება განაპირობებს მოსახლეობის ინდიფერენტულ დამოკიდებულებას მათდამი. რაც მათ ამომრჩეველს აკარგვინებს.

ჩვენ შეიძლება გამართლებაც მოვუძებნოთ იმას თუ რატომ ხდება ასე. საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყანაა. ამ სამყაროში პარტიული პოლიტიკის ჩამოყალიბება სხვაგვარად მოხდა.დღეს ჩვენს რეალობაში პარტიები თავიანთ დოქტრინას კიარ მიყვებიან, არამედ ლიდერის პირადი თვისებებით და კავშირებით ცდილობენ საზოგადოების ყველა ნაწილის მხარდაჭერის მოპოვებას. 90 იან წლებში სამხედრო დაპირისპირების შედეგად განვითარებულმა მძიმე სოციალ-პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა ევროპისგან მკვეთრად განსხვავებული პოლოტოკური კულტურის ჩამოყალიბება.ჩვენი პოლიტიკური კულტურა განსხვავდება ევროპის და ამერიკის მაღალგანვითარებული კულტურისგან. მაგალითად აშშ- ში არსებობს მკაფიოდ გამოხატული გამმიჯნავი ხაზები რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის.

მოსახლეობის არაინფორმირებულობა ხელს უწყობს პარტიებს ისარგებლონ ამომრჩევლის გულუბრყვილობით და თავს მოახვიონ პოპულისტური განცხადებები. სხვა დანარჩენს კი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ფაქტი კი ცუდად აისახება საქართველოს პოლიტიკური კულტურის განვითარების დონეზე.

დღეისათვის მიუხედავად იმისა რომ პოლიტიკური მდგომარეობა უფრო მეტად დასტაბილურებულია, პარტიულმა პოლიტიკამ მაინც ვერ შეითვისა ევროპული ფასეულობები.

რა თქმა უნდა ჩვენ ევროპული ქვეყნებიდან ზუსტ ანალოგს ვერ გადმოვიტანთ, მაგრამ თანამედროვე ეპოქა საშუალებას გვაძლევს საქართველოსთვის დამახასიათებელი ახალი პოლიტიკური ხაზები შევქმნათ რაც უფრო ეფექტურს გახდის ქართულ პარტიულ პოლიტიკას და პოლიტიკური კულტურის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.