ფოტო: რობოტები და დრონები კორონავირუსთან ბრძოლაში

ოთხფეხა რობოტი პარკში პატრულირებს. სინგაპურში ამ რობოტს ცდიდდნენ, კორონავირუსის აფეთქების შემდეგ, უსაფრთხო დისტანციის ელჩობისთვის,  8 მაისი, 2020 წელი.

მედიცინის მუშაკები პოლიციელ რობოტთან ერთად უჰანის საერთაშორისო აეროპორტში. 2020 წლის 8 აპრილიდან გაუქმდა სამოგზაურო შეზღუდვა და შესაძლებელი გახდა ქალაქ უჰანის დატოვება, რომელიც ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრი იყო ჩინეთში.

ახალი კორონავირუსის შესახებ ცნობიერების ამაღლებისთვის შემქნილი ორი რობოტის შემდეგ, სტარტაპ კომპანია Asimov Robotics შექმნეს რობოტი, რომელსაც ხელში ლანგარი უჭირავს, პიდბადეებითა და სადეზინფექციო სითხით. კოჩი, ინდოეთი, 2020 წლის 17 მარტი.

ქუჩების დეზინფექციისთვის დრონს იყენებენ ჩილეს ქალაქ ტალკაჰუანოში, კორონავირუსის დაავადების აფეთქების დროს. 21 მარტი, 2020 წელი.

რობოტი ეხმარება კოვიდ-19-ით დაავადებულ პაციენტებს იტალიის ქალაქ ვარეზეში. 1 აპრილი, 2020 წელი.

არგენტინული კომპანია UV-Robotics-ის მიერ შექმნილი რობოტი იყენებს ულტრაიისფერ გამოსხივებას ბაქტერიების აღმოსაჩენად და დეზინფექციას ატარებს ავტობუსში. ბუენოს აირესი, არგენტინა, 30 აპრილი, 2020 წელი.

სოციალური დისტანციის ელჩი რობოტი O-R3 ადამიანებს შეახსენებს, დაიცვან უსაფრთხო დისტანცია კორონავირუსის აფეთქების დროს. სინგაპური, 27 აპრილი, 2020 წელი.

მუშაკები დამცავი ნიღბებითა და სმარტ სკუტერებით აკონტროლებენ რობოტს, რომელიც სადენზიფექციო ხსნარით ამუშავებს საცხოვრებელ არეალს უჰანში, ახალი კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრში. ჩინეთი, 3 მარტი, 2020 წელი.

ეს რობოტი შეიქმნა იმისთვის, რომ დაეხმაროს მედიცინის მუშაკებს კორონავირუსის პაციენტების დისტანციურ მკურნალობაში. პეკინი, ჩინეთი, 4 მარტი, 2020 წელი.

ქალი უყურებს დრონს, რომლის საშუალებითაც მალაიზიის პოლიცია მოქალაქეებს შეახსენებს, დარჩნენ სახლში. კუალა ლუმპური, მალაიზია, 24 მარტი, 2020 წელი. 

76 წლის ბელგიელი ანდრე დესმაელე რობოტის საშუალებით ეკონტაქტება ნაცნობებს. რობოტი ბელგიურმა კომპანიამ ZoraBots უფასოდ გადასცა მოხუცთა სახლებს, რათა კორონავირუსის გამო, მიმოსვლის აკრძალვის მიუხედავად, ურთიერთობა შეინარჩუნონ საყვარელ ადამიანებთან. ოსტენდი, ბელგია, 16 მარტი, 2020 წელი.

ჰუმანოიდი რობოტი პრეპერი მაღაზიის სალაროსთან და მომხმარებლებს უხსნის, როგორ დაიცვან დამცავი ზომები. ლინდლარი, გერმანია, 31 მარტი, 2020 წელი.

რობოტი ასრულებს კუბოზე მუშაობას კუბოების საწარმოში, კორონავირუსის გავრცელების პარალელურად. საფრანგეთი, 2 აპრილი, 2020 წელი.

კარაბინერი მართავს დრონს მდინარე პოს აუზის მიმდებარედ, რათა შეამოწმოს იცავს თუ არა მოსახლეობა ხელისუფლების მიერ შემოღებულ ზომებს. ტურინი, იტალია, 3 აპრილი, 2020 წელი.