როგორ გავუბედურდით, ხალხოო!

როგორია, როცა შენი ქვეყანა ბედნიერების რეიტინგში 119-ე ადგილზეა, როცა შენ გარშემო ყველა შენზე ბედნიერია... მაინც რატომ ვართ ასე არასაკმარისად ბედნიერები? რა განსხვავებაა ბედნიერ და უბედურ ქვეყნებს შორის? კლასიკოსს რომ დავესესხოთ, ყველა ბედნიერი ქვეყანა ერთმანეთსა ჰგავს, ყოველი უბედური ქვეყანა კი თავისებურადაა უბედური. ჯიმი და ნიკო საქართველოს უბედურების თავისებურებაში გარკვევას ცდილობენ.