როგორ გამოიყურება აშშ-ის რამდენიმე შტატი, სადაც ანტარქტიკაზე მეტად ცივა

სულ მცირე 21 ადამიანი დაიღუპა ამერიკის შუა დასავლეთში, ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საზარელი სიცივის გამო.

ჩიკაგოში ტემპერატურა -30C გრადუსამდე დაეცა და 1985 წლის რეკორდი -24C გრადუსი უკან ჩამოიტოვა. საავადმყოფოებს, სიცივესთან დაკავშირებით ასობით პაციენტის მიღება უწევთ.

ხშირად, ზამთრის პერიოდში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში პოლარული ციკლონი ნაკლებ სტაბილური ხდება, ფართოვდება და ცივ არქტიკულ ჰაერს სამხრეთით ისვრის, ამერიკის შეერთებული შტატების თავზე.

პოლარულ ციკლონში ახალი მოვლენა არაა - პირიქით, მიიჩნევა, რომ ეს ტერმინი პირველად 1853 წელს გამოიყენეს.

ძლიერი ყინვა ოთხშაბათს, 30 იანვარს დაიწყო. ამავე დღეს, ჩიკაგოში 12C გრადუსით უფრო მეტად ყინავდა, ვიდრე ანტარქტიკაზე. ქალაქს ზედმეტსახელად “ჩიმბირიც” კი შეარქვეს.

როკფორდთან ახლოს, ილინოისის შტატში რეკორდულად დაბალი, -34C გრადუსი დაფიქსირდა. მედისონში, ვისკონსინის შტატში -32C.

ყინვა პოლარული ციკლონის ბრალია. ეს დაბალი წნევისა და ცივი ჰაერის ფართო არეალია, რომელიც დედამიწის ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებს აკრავს.

კვირიდან ტემპერატურა ისევ აიწევს და ამინდი სეზონისთვის ჩვეულებრივ მდგომარეობას დაუბრუნდება.

​​