რუსეთში თვითმფრინავმა ავარიული დაშვება განახორციელა ყანაში

Your browser doesn’t support HTML5

23 ადამიანი, მათ შორის ცხრა ბავშვი, მოათავსეს საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც Ural Airlines-ის თვითმფრინავმა საავარიო დაჯდომა განახორციელა სიმინდის ყანაში მოსკოვის მახლობლად. კომპანიამ 15 აგვისტოს განაცხადა, რომ მისმა Airbus A321-მა საავარიო დაჯდომა განახორციელა მას შემდეგ, რაც მის ძრავებში ფრინველები მოხვდნენ.