საბჭოთა ფოტოშოპის კარგი, ცუდი და ბოროტი
ცხოველების მწვრთნელის, რუსი ვლადიმირ დუროვის დაუთარიღებელი ფოტო ადრეული ფოტომანიპულაციაა, რომელზედაც ჩანს ნაკაწრები, სავარაუდოდ, სკალპელით ან ნემსით შესრულებული. ასევე ფოტოში ჩახატული დეტალები. განსაკუთრებით დააკვირდით მაიმუნის თმასა და ტუჩებს.
იოსებ სტალინის დამუშავებული ფოტო. იმიჯების საბჭოთა მანიპულაცია ხანდახან ფოტოს ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურებოდა.
მაგრამ ხანდახან ზედმეტი მანიპულირების გამო ფოტოსა და ნახატს შორის ზღვარი იკარგებოდა; მაგალითად, როგორცTASS-ის ამ ფოტოზეა, ფოტო გერმანელ კომუნისტ ლიდერს, ერნესტ ტელმანს ასახავს.
ფოტომანიპულაცია პორტრეტების შესალამაზებლად XX საუკუნის დასაწყისიდან ფართოდ გამოიყენებოდა. მაგრამსაბჭოთა კავშირში გამოცდილი ფოტომანიპულატორების უნარებს ბოროტი მიზნებისთვისაც იყენებდნენ. მაგალითად, როდესაც რომელიმე ამხანაგი კომუნისტი სტალინის ახლო წრიდან გამოვარდებოდა, მას სამსახურიდან გაუშვებდნენ და დასჯიდნენ, ის ქრებოდა ისტორიიდანაც; შესაბამისად უნდა გამქრალიყო ფოტოებშიც; ფოტოებზე მარჯვნიდან მარცხნივ ჩანან: ნიკოლაი ანტიპოვი, იოსებ სტალინი, სერგეი კიროვი და ნიკოლაი შვერნიკი.
სტალინის საიდუმლო პოლიციის უფროსი ნიკოლაი ეჟოვი (მარჯვნიდან) პირადად ხელმძღვანელობდა ნახევარ მილიონზე მეტი საბჭოთა მოქალაქისამოხოცვას „დიდი წმენდის“ პერიოდში.
ეს არის ფოტო თვითონ ეჟოვის თავიდან მოცილების შემდეგ. ფოტოზე, რომელზედაც სტალინი სხვა ლიდერებთან ერთად მოსკოვის არხს მიუყვება, ეჟოვი, სტალინის „შხამიანი ჯუჯა“, საგულდაგულოდ არის წაშლილი.
მეორე მსოფლიო ომშისაბჭოთა კავშირმა 20 მილიონი ადამიანი დაკარგა; ომის დროს საბჭოთა პროპაგანდა განწყობის ასამაღლებლად მრავალ ხერხს მიმართავდა;ფოტოზე, რომელიც უხეიროდ არის დამონტაჟებული,ჩანს როგორ კვეთენ წითელი არმიის ჯარისკაცები მდინარე დნეპრს. აქ სავარაუდოდ, რამდენიმე ფოტონეგატივია ერთმანეთზე დადებული.
ამ ფოტოს მონტაჟი კი ბევრ დროს წაიღებდა, რათა ეჩვენებინათ იხვები და იქვე ჩამოვარდნილი გერმანული საომარი თვითმფრინავის „მდინარეში ჩაძირვა“.
უახლეს ციფრულ კამერასაც კი გაუჭირდებოდა გადაეღო თვითმფრინავის ვარდნის მომენტი ახლო კადრით. გარდა ამისა, ამ 1942 წლის ფოტოზე ჩანს ხელით მიხატული ხეც.
სასოწარკვეთილი გერმანელი ჯარისკაცი და განადგურებული საარტილერიო დანადგარი1943 წლის კურსკის ბრძოლის ყველაზე ძლიერი ფოტოსახეა.
მაგრამ საბჭოთა ფოტომანიპულატორებმა არ იკმარეს მხოლოდ გერმანელი ჯარისკაცი და განადგურებული არტილერია და კადრში ყუმბარები და ყუბარმტყორცნებიც ჩაამონტაჟეს.
ლეგენდარული საბჭოთა ფოტოჟურნალისტი ევგენი ხალდეიც კი ცვლიდა ფოტოებს, თუკი მას ამას უბრძანებდნენ. ამ ფოტოზე ჩანს საბჭოთა არმიის ბომბდამშენები გერმანიის რაიხსტაგის თავზე მაშინ, როდესაც წითელი არმია იბრძოდა ბერლინში შესასვლელად.
სტალინი1945 წელს. ფოტოზე ოსტატურად არის გამქრალი ნაყვავილარი მისი სახიდან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რთული გახდა მანიპულირებული ფოტოების ამოცნობა.
გორბაჩოვის პერიოდის ფოტოგრაფების მთავარი გამოწვევა შუბლზე მისი ლაქის - ტყლიპის, იგივე ჰემანგიომის გაქრობა გახდა.
მას ან ისეთი კუთხით იღებდნენ, ლაქა რომ არ გამოჩენილიყო, ან, 1978 წლის ფოტოს მსგავსად, ფოტომონტაჟს მიმართავდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირი დაინგრა, ძველი ჩვევები ადვილად არ გამქრალა; 2012 წლის ამ ფოტოზე კარგად ჩანს, თუ როგორ „გააქრეს“ რუსეთის პატრიარქის, კირილ პირველის მაჯიდან 33 000-დოლარიანი „ბრეგეს“ საათი.