სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის წინაშე ახლა მნიშვნელოვანი კითხვები დგას

Your browser doesn’t support HTML5

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან, დონალდ ტუსკთან. შეხვედრის შემდეგ შედგა ზურაბიშვილის და ტუსკის ერთობლივი პრესკონფერენცია. სალომე ზურაბიშვილმა ტუსკს და ევროპულ ინსტიტუტებს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდაჭერისთვის. ზურაბიშვილის თქმით, მისი გაპრეზიდენტება ქართველი ამომრჩევლის მხრიდან ევროკავშირის მიმართ მხარდაჭერის გამოვლინებაც იყო: "ჩემი ევროპული წარსული მცირე ფაქტორი არ ყოფილა არჩევნებში წარმატების მოპოვებაში".