საპროტესტო გამოსვლები ბელგრადში

Your browser doesn’t support HTML5

პროტესტი ბელგრადში, სერბეთის დედაქალაქში, პარლამენტის შენობის წინ, 8 ივლისს გვიან ღამემდე გაგრძელდა. დემონსტრაციებმა 7 ივლისს იფეთქა, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, ახალი სავალდებულო ზომების შემოღების შესახებ გამოაცხადა კორონავირუსთან დაკავშირებით. სერბეთის პრეზიდენტი კომენდანტის საათის შემოღებასაც აპირებდა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა პროტესტის დასაშლელად.