სასტუმროს მშენებლობა ალავერდის საკათედრო ტაძრიდან ორასიოდე ნაბიჯში

Your browser doesn’t support HTML5

ალავერდის საკათედრო ტაძრიდან ორასიოდე ნაბიჯში ახლა სამშენებლო ტექნიკა მუშაობს. 2023 წლის სექტემბრის ბოლოსთვის იქ ფეშენებელური, 32 ნომრიანი პრემიუმ სასტუმრო, „ალავერდი რეზორტ“-ი უნდა გაიხსნას. სასტუმროს ღვინის მწარმოებელი კომპანია „ბადაგონი“ მაღალყოვლადუსამღვდელოესი დავითის, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის ლოცვა-კურთხევით აშენებს.